19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველა მათგანის ცხედრები ნაპოვნი და ამოსვენებულია.
მეექვსე ცხედარი მაშველებმა შუაღამით ამოასვენეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.
იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა, - 31 წლის კაცი - კლინიკაში მძიმედაა.
მაშველებმა ცოცხალი იპოვეს და ამოიყვანეს სამი წლის ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ჯანმრთელობა არ ემუქრება.
დაღუპულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
რა მოხდა?
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.
კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დასთანხმდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო - რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.
radiotavisupleba ახალი ამბები