WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან მე­ექ­ვსე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რიც ამო­იყ­ვა­ნეს.

“ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ 6 გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი“, – გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბინა, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და და­კე­ტი­ლი იყო და მე­პატ­რო­ნე გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვი­და ბა­თუ­მი­დან. ის ამ დი­ლით გა­მათ­ბობ­ლის ჩარ­თვას ცდი­ლობ­და, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კორ­პუ­სის ხუთი სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად ჩა­ინ­გრა. ორი სა­დარ­ბა­ზო სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სია და ამ კორ­პუ­სის 28 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მე­რი­ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­იყ­ვა­ნა.

8-სა­ა­თი­ა­ნი უწყვე­ტი სამ­ძებ­რო სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­ში 3 წლის თაია ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მას კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა. ამოყ­ვა­ნის მო­მენ­ტში ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო და მას გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქონ­და.

ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­ში ჯერ დედა-შვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, მა­ლე­ვე კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი იქ მა­ცხოვ­რე­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

ცნო­ბი­ლია აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლის ვი­ნა­ო­ბა. ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა 3 წლის თა­ი­ას დედა, ნინო ჭე­ლი­ძე და მისი 7 წლის და – ნუ­ცი­კო.

54 წლის ქალ­ბა­ტო­ნი – ლალი (ლა­მა­რა) შიშ­მა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბი­ნა­ში ტყუპ შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი გა­დარ­ჩნენ, თუმ­ცა დე­დამ გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც კორ­პუს­ში ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. ასე­ვე დედა და 6 წლის შვი­ლი.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

The post “ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო – მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ – ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები appeared first on TTimes.GE.