WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფონიჭალაში იპოვეს მე-6 ადამიანის ცხედარიც. ის 7 წლის ბავშვს ეკუთვნის.

ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია დასრულებულია. ამჟამად მაშველები ბავშვის ცხედრის ამოსვენებას ცდილობენ.

ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის თაია გადარჩა. 7 წლის ნუცა მისი და იყო.

ყველა ცხედარი ნაპოვნია.

გარდაცვლილთაგან 3 ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი.


ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ნანგრევებიდან ოთხი პირი თავიდანვე გამოიყვანეს. შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.

„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.