WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენს რუსეთთან ურთიერთობებს თუ დამოკიდებულებას როცა ეხება საქმე, უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა“, - თქვა ბოჭორიშვილმა. არ დაუზუსტებია, ვის „უნდა“ ეს.

„ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები, და საუბრის და დიალოგის გარეშე, - თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლების გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, - ამის მოგვარება არის შეუძლებელი“, - განაცხადა მან.

„უნდა დავძლიოთ საუბრის შიში“

„შესაბამისად, პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, რომ პრბლემურ საკითხზე იმასთან საუბრობ, ვისთანაც გაქვს ეს პრობლემა“

მისივე თქმით, გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც „ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასთან“, - რაზეც კრიტიკოსები მიუთითებენ.

„რატომ მინსკი“?

„იმედის“ ერთ-ერთმა თანაწამყვანმა მინისტრ ბოჭორიშვილს ჰკითხა, თუ რატომ იქნა არჩეული შეხვედრის ადგილად ბელარუსის დედაქალაქი, - როდესაც აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრები პრაღაში იმართებოდა ხოლმე.

„შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები შეხვედრის მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემხთხვევაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„არის გარკვეული საჭიროებები. როცა ვსაუბრობთ ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებიები რაც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტრესებიდან გამომდინარეობს და ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს“, - თქვა მან.

„ამას ემსახურებოდა ამ დიალოგის გამართვა. ადგილი არ არის პირველ ადგილზე და მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოლო შეკითხვა საათიან ინტერვიუში

საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ 23:00-საათიან გამოშვებაში გავიდა პირდაპირ ეთერში. ინტერვიუ 52 წუთს გაგრძელდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თავისი პირველი მოადგილის მინკსში შეხვედრის შესახებ შეკითხვა ბრიტანეთის მიერ სანცირებულ „იმედზე“ მხოლოდ 50-ე წუთზე დაისვა.

მანამდე შეკითხვები შეეხებოდა:

  • ევროკავშირის „კავშირებადობის“ ფორუმებზე მინისტრი ბოჭორიშვილის არმიწვევას, ამ პოზიციის სავარაუდო მოტივაციასა;
  • სკეპტიციზმს ევროკავშირის გაფართოების პროცესის შესახებ;
  • თბილისის სურვილს, მოიპოვოს ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობა, - რასაც, მისი თქმით, ქვეყნების „გარკვეული ჯგუფი“ ეწინააღმდეგება;
  • ჩინეთის მზარდ როლზე გლობალურად და საქართველ-ჩინეთის ურთიერთობებს;
  • ურთიერთობებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან;
  • აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას. ამ საკითხზე საუბრისას მან განაცხადა:

„დიდ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს, როგორი იქნება ახალი საერთაშორისო წესრიგი და რა როლს თამაშობენ ეს სახელმწიფოები ამ წესრიგის შექმნაში“...

„ერთი რამ ფაქტია: ისეთი მსოფლიო, როგორიც იყო გუშინ, აღარ იქნება... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ იმგვარად ადევნოს ამას თვალი, რომ არ მივიღოთ ზიანი და გამოვიდეს საკუთარი ინტერესების მაქსიმალური დაცვით“.

ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატი

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მინსკში 19 ნოემბერს გამართული ხანგრძლივი შეხვედრა რუსეთის საგარეო უწყებამ და საქართველოს მთავრობამ მოკლე განცხადებებით შეაჯამეს.

არცერთ ტექსტში არ არის ნახსენები „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების” საკითხი - რაც “ქართული ოცნების” მთავრობამ, მანამდე, რუსეთთან დიალოგის პირველ საკითხად დაასახელა.

ქართული მხარე ახსენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც კონფლიქტის მოგვარება განიხილება. რუსეთის ტექსტში კი ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

მინსკში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს - პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი წარმოადგენდა. რუსეთს კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი, რომელიც რუსეთის მხარეს ჟენევის ფორმატშიც ხელმძღვანელობს.