„მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, - აცხადებს მგალობლიშვილი.
ლევან მგალობლიშვილი დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. ის იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმში დაიბადა.