სამოქალაქო აქტივისტს ისაკო დევიძეს, დღეს 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის ვადა მისი დაკავებიდან აითვლება (17 იანვრიდან) დევიძე საპატროს 6 თვეში დატოვებს.
ისაკო დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ
- სასამართლოს უპატივცემულობას, მოსამართლის შეურაცხყოფით (366-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
- სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (353 ტერცია მუხლი)
ბრალდებების თანმიმდევრობა
ისაკო დევიძე პოლიციამ 2025 წლის 20 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტექტო აქციაზე დააკავა. ამ დღეს დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ, ჩატარებულიყო საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად - გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.
2025 წლის 22 დეკემმბერს სასამართლოს სხდომაზე, სადაც მას 30-დღიანი ადმინისტაციული პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელის შეურაცხოფისთვის, მან საქმის განმხილველი მოსამართლის ზვიად ცეკვავას სამუშაო კომპიუტერს ხელი გაარტყა.
ამის შემდეგ მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით, რის გამოც ის 17 იანვარს დააკავეს.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·