ახალი რეკორდი - გიორგი შერმადინი ACB ლიგის ტურის MVP მეოცედ გახდა

2 months ago 60
  • გიორგი შერმადინი 25-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს
  • ის ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მფლობელია

გიორგი შერმადინი ACB ლიგის ტურის MVP გახდა! გიორგიმ 25-ე ტურის მატჩში, რომელშიც ლენოვო ტენერიფემ 79:66 მოუგო ანდორას, 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა (სულ რაღაც 28 წუთში). ის ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ გახდა ტურის საუკეთესო კალათბურთელი.

გიორგი მე-17 ტურში გაუთანაბრდა არვიდას საბონისს და ლუ როს, ახლა კი ის უკვე ერთპიროვნული რეკორდსმენია. გიორგიმ ანდორასთან თამაში საოცარი მარგი ქმედების კოეფიციენტით დაასრულა - 37!

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ACB ლიგის თვის MVP-ც ყველაზე ხშირად გამხდარა ისტორიაში - 12-ჯერ. 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ქართველი ცენტრი ორჯერ გახდა ACB ლიგის სეზონის MVP, 2020/21 და 2022/23 წლების სეზონებში. 

სრულად წაკითხვა