"ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას" - ევროკავშირის საელჩო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს

1 day ago 3

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირი გამოხატავს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერას “საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში” და ხაზს უსვამს მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას”, - აღნიშნულია 1 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, “ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“.

სრულად წაკითხვა