ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
წყარო: primetime

6 months ago
50







English (US) ·
Georgian (GE) ·