ბაკურიანში ზვავი ჩამოწვა და სავარაუდოდ, 1 ადამიანია მოყოლილი – საგანგებო

4 weeks ago 15

ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან.

მათივე განცხადებით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სრულად წაკითხვა