ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის იქნება - ავსტრალიის ღია პირველობა

4 weeks ago 7

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება.

მათ შორის შეხვედრა 7 იანვარს შედგება.

ჰიუიტის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი რუს კაჩმაზოვსა და ფრანგ ვან აშეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა.

სრულად წაკითხვა