ბერძნების მწვრთნელი: ვულოცავ საქართველოს, იღბალი დღეს თქვენს მხარეს იყო

1 month ago 28
  • საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი
  • გუსტავო პოიეტის პრესკონფერენცია ფინალის შემდეგ

მატჩის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გუსტავო პოიეტი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ვილი სანიოლს, რომელსაც ბორდოდან კარგად ვიცნობ. მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე, რომ პირადად მიმელოცა მისთვის. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ხდება ასეთ დროს. ბევრი ორთაბრძოლა იყო და საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა პენალტების სერიაში, სადაც ყოველთვის 50/50-ზეა შანსები, ხოლო იღბალი ერთ-ერთი გუნდის მხარესაა. ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარეს იყო."

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი

პენალტების სერია
საქართველო: ქოჩორაშვილი ✅ დავითაშვილი ✅ მიქაუტაძე ❌ დვალი ✅ კვეკვესკირი ✅
საბერძნეთი: ბაკასეტასი ❌ მასურასი ✅ ბუხალაკისი ✅ იაკუმაკისი ❌

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი (104. დავითაშვილი), ქოჩორაშვილი, შენგელია (86. წიტაიშვილი) - ჩაკვეტაძე (104. კვეკვესკირი) - ზივზივაძე (75. მიქაუტაძე), კვარაცხელია (109. ქვილითაია)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი (98. ბუხალაკისი), ჰაციდიაკოსი (106. პეცოსი), ციმიკასი - ბაკასეტასი (კაპ), კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი - მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი). 

სრულად წაკითხვა