ხელვაჩაურში 30 წლის კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. როგორც ცნობილი ხდება, მოკლული ხელვაჩაურის სოფელ ერგედან იყო და ჰყავდა კატერი, რომლითაც ტურისტებს მდინარეში ასეირნებდა. ადგილობრივების თქმით, ჰესისთვის წყალი არის დაგუბებული და მდინარეში სასეირნო ადგილი იყო მოწყობილი.
,,თურმე ღამით, იქვე, მანქანაში ეძინა, რადგან ღამითაც ასეირნებდს ხოლმე. როგორც ჩანს, წუხელაც იქ დარჩა და გვიან ღამით მოკლეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ,,ახლა გავიგე ამ უბედურების შესახებ და ძალიან განვიცდი. ბესო შესანიშნავი ადამიანი იყო, შრომობდა პატიოსნად, კონფლიქტური არ ყოფილა და ვინ გაიმეტა, არ ვიცი. ამბობენ, რომ მანქანაში ჩაცხრილეს, ნატყვიარები ეტყობაო და მერე მდინარეში გადაუგდიათ, მაგრამ მანქანა არ ჩაიძირა და დილით ასე იპოვეს ცხედარი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო: ones