ბუდუ საუკეთესო იყო - ვინ, როგორი შეფასება მიიღო საქართველოს ნაკრებში

1 month ago 81

საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით ლუქსმებურგი 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გავიდა. ცხადია, ბუდუ მატჩის გმირი იყო და მოედანზე საუკეთესო, თუმცა, ვნახოთ, როგორი შეფასებები მიიღეს სხვა ფეხბურთელებმა.

სამწუხაროდ,  ანალიტიკურმა საიტმა WhoScored-მა ამ შეხვედრის დეტალური სტატისტიკა არ აწარმოა, ამიტომ Sofascore-ის მონაცემებებს შემოგთავაზებთ.

ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ ნაკრებში თავისი მე-6 და მე-7 გოლები გაიტანა და ის მოედანზე საუკეთესო იყო. გამოცემამ მას 8.4 ქულა დაუწერა. ბუდუმ სამჯერ დაარტყა კარისკენ, ორი ზუსტი იყო და გოლი გავიდა, ერთი კი ძელს მოხვდა. მას 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მან მიწაზე 3 და ჰაერში 1 ორთაბრძოლა მოიგო.

მეორე საუკეთესო შეფასება ლევან შენგელიას ჰქონდა, მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა შენგელიამ ძალიან ეფექტურად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და 8.1 შეფასება მიიღო. მან 2 მნიშვნელოვანი პასი და 6 ზუსტი ჩაწოდება ჰქონდა.

მესამე საუკეთესო შეფასება ლაშა დვალს ჰქონდა - 7.7. საქმე ისაა, რომ დვალმა ყველა (!) დუელი მოიგო - 4 მიწაზე და 2 ჰაერში. 69 პასიდან მას 68 ზუსტი ჰქონდა!

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები

მამარდაშვილი - 7.1
კვერკველია - 7.2 
კაშია - 7.2
დვალი - 7.7
კაკაბაძე - 7.0
ქოჩორაშვილი - 6.7
კიტეიშვილი - 7.1
შენგელია - 8.1
ჩაკვეტაძე - 7.5
ზივზივაძე - 8.4
მიქაუტაძე - 6.5

სრულად წაკითხვა