ბურთი მოიპოვა და გაიტანა - ოთარ კაკაბაძის ეფექტური გოლი პოლონეთში

1 month ago 32
  • ეკსტრაკლასა | კრაკოვია 2:2 ლოძი
  • ოთარ კაკაბაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ოთარ კაკაბაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ქართველი მცველის კრაკოვია შინ ლოძს დაუპირისპირდა, რომელსაც ორჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა - 2:2.

კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე ოთარმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ძლიერად, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა. ქართველის გოლით კრაკოვია იმ დროისთვის დაწინაურდა (2:1), თუმცა ანგარიში დარჩენილ დროში ვერ შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთიდან, როდესაც მოედანი მიხალ რაკოშიმ დატოვა, კაკაბაძე კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა. მას ეკსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 18 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.

კრაკოვია 29 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 14 აპრილს, სტუმრად გათამაშების ლიდერ იაგელონიასთან ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა