"სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ", საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ახალ ვადად 2031 წლის 1-ელ თებერვალი განისაზღვრა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით, შეზღუდვა 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. გადავადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე" - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: palitravideo.ge

3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·