
დღეს, 13 აგვისტოს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ელინისტი.
რისმაგ გორდეზიანი 1940 წლის 9 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში – კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
იგი არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი (მათ შორის, „კლასიკური ფილოლოგიის შესავალი“; „მითების სიბრძნე“; „ბერძნული ლიტერატურა“; „ძველი და ახალი ბერძნული ენა“; „წინაბერძნული და ქართველური“).
რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იგი 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
დაკავშირებულ თემაზე: რა მიაჩნდა რისმაგ გორდეზიანს ყველაზე დიდ უბედურებად…
„4000“ – ფილმი მრავალსაუკუნოვან ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებზე