მისი თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“. ჩხრეკა ერთდროულად 22 ადგილზე ჩატარდა დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე.
„ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა.
მან განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მას არ უთქვამს, რა მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, ითხოვენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას.
დღევანდელ ბრიფინგზე არ გაუვრცელებიათ არც ჩხრეკის კადრები.
მასალა განახლდება

1 week ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·