მიშა სააკაშვილი ემანუელ მაკრონზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები პრეზიდენტ მაკრონს ადანაშაულებენ კოკაინის მოხმარებაში. ზელენსკიზეც მუდმივად ავრცელებენ ვიდეოებს "ზელენსკი კაიფში". ხშირად იმეორებენ, რომ მას შარვალი უკუღმა აცვია.
არაფერი გეცნობათ?
გახსოვთ ვიდეო "სააკაშვილი კაიფში"?
შეიძლება ვინმეს არც კი გაახსენდეს, რომ ოდესაში გუბერნატორობის დროს ჩემზე რუსები ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, რომ შარვალი და წინდები უკუღმა მეცვა.
მოკლედ არსებობს "კაგებეს" სახელმძღვანელო და ახალი რამეების მოგონება ეზარებათ.
მე ის ადამიანები უფრო მეცოდება საქართველოში, ვისაც ეს პროპაგანდა დღემდე სჯერა” - წერს სააკაშვილი.