საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. ის ბოლო შეხვედრას ფარერების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის - და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე", - წერს მამარდაშვილი.
გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.