გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ შექმნილ კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს

4 weeks ago 9

ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოს“ ლიდერი, გიორგი გახარია, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, კიდევ ერთხელ დაიბარეს სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამის შესხებ ცნობილი გახდა დღეს, 16 ივნისს.

კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ ლიდერი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი.

„23 ივნისს ჩვენ ხელმეორედ გამოვკითხავთ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების გაგზავნის ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, მაგრამ გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნით დაცვის მიზნით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება. იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვრის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითრხა, რომ არცერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ ნაბიჯით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავსო“, - თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას კითხვებს დაუსვამენ ოპოზიციაში ყოფნის დროს საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის შესახებ.

მასალა განახლდებ

სრულად წაკითხვა