გიორგი ვაშაძე ხვალ დაპატიმრებას ელოდება

3 weeks ago 6

წაკითხვა: 1

გიორგი ვაშაძე 20 ივნისს დაპატიმრებას ელოდება. ამის შესახებ მან 19 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა რეაქციაში, ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს 20 ივნისის სასამართლოზე, სადაც შესაძლოა მისი გირაო, პატიმრობით შეიცვალოს.

“მაქვს მოლოდინი პატიმრობის. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ბევრი არჩევანი ჰქონდეს. მისი მთელი ძალაუფლება დგას ძალის დემონსტრირებაზე და ერთადერთი, რითიც ამ ძალას აჩვენებს არის ის, რომ ჩვენ გვიჭერს, გვდევნის, სხვა არაფერი არ დარჩენია, რადგან მას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ფიქრობს, რომ ამ ძალის ჩვენებით, შეძლებს შეინარჩუნოს თავისი მყიფე გუნდის ერთიანობა, შეინარჩუნოს ამომრჩეველი, აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პატიმრობის გადაწყვეტილება იქნება ჩემთან მიმართებით”– თქვა გიორგი ვაშაძემ, რომელიც არ გამოცხადდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რის გამოც ჯარიმა დაეკისრა, რომელიც მან გადაიხადა, თუმცა, შესაძლოა 20 ივნისს, ის დააპატიმრონ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა