გიორგი მამარდაშვილი: ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა

1 month ago 32

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ფინალის შემდეგ, ისტორიულ გამარჯვებაზე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელიც საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირია - ქართველი მეკარე თერთმეტმეტრიანების სერიაში შესანიშნავი იყო.

"ბეტისთან და რეალ მადრიდთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი. ამ თამაშების მერე ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არამარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდია, გვერდში გვიდგანან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას." - თქვა მამარდაშვილმა ფინალის დასრულების შემდეგ.

გიორგიმ თერთმეტმეტრიანების სერიაზეც ილაპარაკა: "მას 4 პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როცა თავის გუნდს ძალიან სჭირდებოდა, ასე რომ, მივხვდი, სადაც დაარტყამდა", - დასძინა ეროვნული გუნდის მეკარემ."

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი

პენალტების სერია
საქართველო: ქოჩორაშვილი ✅ დავითაშვილი ✅ მიქაუტაძე ❌ დვალი ✅ კვეკვესკირი ✅
საბერძნეთი: ბაკასეტასი ❌ მასურასი ✅ ბუხალაკისი ✅ იაკუმაკისი ❌

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი (104. დავითაშვილი), ქოჩორაშვილი, შენგელია (86. წიტაიშვილი) - ჩაკვეტაძე (104. კვეკვესკირი) - ზივზივაძე (75. მიქაუტაძე), კვარაცხელია (109. ქვილითაია)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი (98. ბუხალაკისი), ჰაციდიაკოსი (106. პეცოსი), ციმიკასი - ბაკასეტასი (კაპ), კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი - მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი).

სრულად წაკითხვა