გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს მათზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების იდენტიფიცირების სიზუსტეში ეჭვი ეპარებათ

1 day ago 13

ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი, გურამ როგავა არ არის დარწმუნებული, რომ მის მიმართ პროდასავლურ აქციაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელი ნამდვილად, ის არის ვინც მასზე იძალადა. ამის შესახებ როგავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

გურამ როგავას თქმით, ის სასამართლოს სხდომაზე მივიდა იმისთვის, რომ დაკავებულისთვის "თვალებში ჩაეხედა". მისი თქმით, ბრალდებულმა სპეცრაზმელმა სხდომაზე ბოდიში მოუხადა.

"სავარაუდოდ, ის პირი, რომელიც ჩემს საქმეზე დააკავეს არ არის ჩემზე თავდამსხმელი. მისი აღნაგობა არ ემთხვევა ვიდეოში არსებულ მოქალაქეს - სპეცრაზმელის [აღნაგობას]", - თქვა როგავამ.

სხდომას ვერ დაესწრო საქმეში დაზარალებულად ცნობილი დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი. თუმცა მასაც ეჭვი ეპარება დაკავებულთა იდენტიფიცირების სიზუსტეში.

"170 ადამინიას დაზარალებულად აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დაკავებულა მხოლოდ 5 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს გამოავნოს ეს ადამიანები... არ ვიცი როგორ მოხდა დაკავებულების იდენტიფიცირება არანაირი დეტალი არ ვიცით შეუძლებელია, ვინმემ დარწმუნებით იცოდეს ესენი არიან თუ არა ისინი ნამდვილად", - უთხრა ჟურნალისტებს მაისაშვილმა.

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას

საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეში არამხოლოდ დაზარალებულების ამამედ არარეთი მტკიცებულებაა გამოკითხვის, ვიდეო ჩანაწერების სახით ასევე, ექსპერტიზის დასკვნების სახით. და "ყველა ის პირია მიცემულია პასუხისგებაში ვინც გავრცელებულ კადრეში ფიგურირებს".

"ყველა დაზარალებულს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს. მას [გურამ როგავას] შეუძლია ეს შეკითხები საგამოძიებო უწყებას დაუსვას და ჩვენგან ამომწურავ პასუხებს მიიღებს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, თუ რა მტიცებულებებით დასტურდება, რომელი მტკიცებულბა რას ადასტირებს ამას ვერ მოაგხსნებთ. საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვის სხდომები და ეტაპობრივად გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს და განვაცხადებთ რა მტკიცებულებების საფუძველზე მივეცით ეს პირები პასუხისგებაში", - თქვა საქმის პროკურორმა მედიასთან საუბარში.

სპეცრაზმელების საქმე

2024 წლის პროდასავლური აქციების ფარგლებში, დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილს პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილა და ჟურნალისტ გურამ როგავზე ძალადობის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა - სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს,

გურამ როგავასთან მიმართებით კი დაკავებულს ასევე წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ბრალდებები მათი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატომრობას ითვალისწინებს.

საქმეზე სასამართლო სხოდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცალკეა გამოყოფილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმე.

სპეცრაზმელების დაკავებამდე, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბრის აქციებისას როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ.

  • „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
  • ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი. თუმცა გაირკვა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სულ სხვა ადამიანი.
სრულად წაკითხვა