დავითაშვილის გოლს პლუს პასი - ბორდო თრილერში მარცხს გადაურჩა

1 month ago 25
  • ბორდო 3:3 პარიზი
  • ზურიკო დავითაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ პარიზს უმასპინძლა და 3:3-ს ეთამაშა. ამ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და გოლს პლუს საგოლე პასი მიითვალა.

42-ე წუთზე, 0:1-ზე ქართველმა შემტევმა ლამაზი გოლი გაიტანა პარიზელთა კარში, ხოლო90-ე წუთზე მან ესპანელ პედრო დიასს გაატანინა და ანგარიშიც 3:3 გახდა. 

ზურიკო 58-ჯერ შეეხო ბურთს, მისი პასების სიზუსტე 89% იყო. ქართველის ანგარიშზე 4 მნიშვნელოვანი პასია. მას 2 წარმატებული დრიბლინგი და 8 მოგებული ორთაბრძოლა ჰქონდა. Sofascore-მა მას 8.1 ქულა დაუწერა. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

ბორდო 38 ქულით მე-12 პოზიციაზეა და თითქმის უმოტივაციოდაა. 6 აპრილს ზურიკოს გუნდი კაენს ესტუმრება. 

სრულად წაკითხვა