დავითაშვილის საგოლე პასი კაენთან - ბორდომ მოუგებელი სერია დაასრულა

1 month ago 27
  • კაენი 0:1 ბორდო
  • ზურიკო დავითაშვილმა სეზონში მე-5 საგოლე პასი გააკეთა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ სტუმრად 1:0 დაამარცხა კაენი. ქართველმა შემტევმა კვლავ კარგად ითამაშა - მე-20 წუთზე ესპანელმა პედრო დიასმა გამარჯვების გოლი სწორედ მისი პასით გაიტანა. გუნდმა კი 4-მატჩიანი მოუგებელი (3 ფრე, 1 მარცხი) სერია დაასრულა. 

ზურიკოს გუნდმა ბოლო 5 მატჩში პირველად მოიგო

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა, მან ორჯერ დაარტყა კარისკენ (1 ზუსტი), 2 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 13-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო (7.4 Sofascore). 

ბორდო 41 ქულით (ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1 ქულა დააკლდათ) მე-12 პოზიციაზეა და ამ სეზონში არაფერზე აღარ აქვს პრეტენზია და გავარდნის საფრთხეც მცირეა - 6 ქულა აშორებს ზონას. 13 აპრილს ბორდო ბასტიას უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე სეზონში 4 გოლი და 5 საგოლე პასია. 

სრულად წაკითხვა