დიდი ომი მოვიგეთ! გერმანიაში მივდივართ, ევროპის ჩემპიონატზე!

1 month ago 34
  • საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი
  • დრამატული ბრძოლა... არა, ნამდვილი ომი მოვიგეთ!
  • საქართველოს ნაკრები გერმანიაში მიდის!!! 

საქართველოს ნატვრა, როგორც იქნა, ასრულდა! ჩვენი ეროვნული გუნდი, ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე!

120-წუთიან დრამას შესანიშნავად შესრულებული პენალტების სერია მოჰყვა - 4:3 და საქართველო გერმანიაში მიდის!

ვილი სანიოლმა ნახევარფინალურ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილება განახორციელა - გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გიორგი მიქაუტაძე ჩაანაცვლა. გუსტავო პოიეტმა კი ზუსტად ის 11-ეული დააყენა, რომლითაც ყაზახეთს ნახევარფინალში 5:0 მოუგო. 

პირველივე წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობამ ბერძენი მცველის (ბალდოკი) გაფრთხილება მოიტანა. მე-8 წუთზე დვალმა ძალიან სახიფათო მდგომარეობა განმუხტა.

45-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საჯარიმო დარტყმა მეკარე ვლახოდიმოსმა კუთხურზე მოიგერია. ბოლოს გუნდებს შორის ვითარება დაიძაბა, მსაჯმა სათადარიგო გოლკიპერი გიორგი ლორია გააძევა.

I ტაიმი ორთაბრძოლებით დახუნძლული გამოდგა, გუნდები სანტიმენტრს არ უთმობდნენ მეტოქეს. საბერძნეთი ოდნავ უკეთ აკონტროლებდა ბურთს და მოედნის ცენტრს, თუმცა ტაიმში მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა შეძლო კარში ზუსტი დარტყმა. კვარაცხელიასა და ზივზივაძის წყალობით კი ბერძნების სამმა მცველმა მიიღო ტაიმში ყვითელი ბარათი. 

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა დაბნეულად დაიწყო. საბერძნეთის ნაკრებმა მეტოქე ფიზიკურად დაჩაგრა, თუმცა მომენტები მაინც არ იქმნებოდა. თამაშის ბოლოს საქართველოს ნაკრებს კონტრშეტევებზე ექმნებოდა შანსები, თუმცა 90 წუთი 0:0 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

მე-100 წუთზე საბერძნეთის ნაკრებმა პირველად დაარტყა კარში ზუსტად, მამამრდაშვილმა ბაკასეტასის სახიფათო დარტყმა მოიგერია. 102-ე წუთზე კუთხურს მავროპანუსის თავური მოჰყვა, რომელიც ხარიხას მოხვდა. პირველი ტაიმის დასასრულს მიქაუტაძემ ბურთი ჩაჭრა და დავითაშვილის დარტყმული ვლახოდიმოსმა ფეხით მოიგერია.

მეორე დამატებით ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია დაიმტვრა და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქვილითაია გამოვიდა. ძალიან სახიფათო იყო წიტაიშვილის შესვლა, კვლავ ბერძენთა გოლკიპერმა იყოჩაღა. დაინიშნა პენალტების სერია.

პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ხუთიდან 4 პენალტი გაიტანა (მხოლოდ მიქაუტაძემ ააცილა) და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა, ისტორიაში პირველად!!!

საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი

პენალტების სერია
საქართველო: ქოჩორაშვილი ✅ დავითაშვილი ✅ მიქაუტაძე ❌ დვალი ✅ კვეკვესკირი ✅
საბერძნეთი: ბაკასეტასი ❌ მასურასი ✅ ბუხალაკისი ✅ იაკუმაკისი ❌

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი (104. დავითაშვილი), ქოჩორაშვილი, შენგელია (86. წიტაიშვილი) - ჩაკვეტაძე (104. კვეკვესკირი) - ზივზივაძე (75. მიქაუტაძე), კვარაცხელია (109. ქვილითაია)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი (98. ბუხალაკისი), ჰაციდიაკოსი (106. პეცოსი), ციმიკასი - ბაკასეტასი (კაპ), კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი - მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი). 

სრულად წაკითხვა