დრამა პენალტებში და მოულოდნელი გმირი - ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

2 months ago 41
  • ატლეტიკო 2:1 (3:2-პენ) (0:1) ინტერი
  • ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. 

ჩემპიონთა ლიგა ფინალისტის გარეშე დარჩა, საუკეთესო საკლუბო ტურნირზე იტალიური გუნდი საერთოდ აღარ დარჩა - დრამა "ვანდაზე" დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს გამარჯვებით დასრულდა. მატჩს კი მოულოდნელი გმირი ჰყავს - იან ობლაკი! სლოვენიელი გოლკიპერი, რომელიც აქამდე დიდად არ გამოირჩეოდა პენალტების მოგერიებით. 

ანგარიში ფედერიკო დიმარკომ გახსნა

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის I წრის საპასუხო მატჩში ატლეტიკომ მილანის ინტერს უმასპინძლა 2:1 მოუგო და შემდეგ პენალტების სერიაშიც აჯობა.

მილანური მატჩი სერია A-ს ლიდერმა მარკო არნაუტოვიჩის გოლის წყალობით მოიგო. ამიტომ, ატლეტიკომ თავიდანვე სწრაფი იერიშით დაიწყო, ზომერმა ლინოს დარტყმული მოიგერია. ინტერმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, როცა ბარელას პასით ფედერიკო დიმარკომ გაიტანა. ატლეტიკომ ორ წუთში უპასუხა ანტუან გრიზმანის გოლით - 1:1. 

ტრავმის მერე დაბრუნდა და ანგარიში გაათანაბრა

ატლეტიკოს უპირატესობა მეორე ტაიმის მიწურულს მემფის დეპაის გოლში აისახა, აქვე აღსანიშნავია კოკეს მაგარი გამჭოლი პასი. ამის შემდეგ ინტერმა ატლეტიკოს შტურმს გაუძლო და თამაში დამატებით დროში გადავიდა. პირველი დამატებითი ტაიმი ატლეტიკოს უპირატესობით წარიმართა, მეორე - ინტერის, თუმცა გოლები არ გასულა. 

იან ობლაკმა ორი პენალტი აიღო, ერთი კი მის კარში ააცილეს

პენალტების სერიაში ინტერის სამმა ფეხბურთელმა ვერ გაიტანა, იან ობლაკმა ალექსის სანჩესსა და დევი კლაასენს აუღო, ხოლო ლაუტარო მარტინესმა სულაც გადააცილა კარს. 

ამგვარად ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია: პსჟ, ბაიერნი, რეალი, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა, არსენალი, დორტმუნდი და ატლეტიკო. 

ატლეტიკო 2:1 (3:2-პენ) (0:1) ინტერი

გოლები: 0:1 დიმარკო (33. ბარელას პასით), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87. კოკეს პასით)

პენალტების სერია: ✅ 0:1 ჩალჰანოღლუ, ✅ 1:1 დეპაი, ❌ 1:1 ალექსის სანჩესი, ❌ 1:1 საულ ნიგესი, ❌ 1:1 კლაასენი, ✅ 2:1 რიკელმე, ✅ 2:2 აჩერბი, ✅ 3:2 ა. კორეა, ❌ 3:2 ლაუტარო მარტინესი

ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი - მოლინა (79. ბარიოსი), სავიჩი, ვიტსელი, ერმოსო, ლინო (71. რიკელმე) - მ. ლორენტე (99. ასპილიკუეტა), კოკე, დე პაული (71. ა. კორეა) - მორატა (79. დეპაი), გრიზმანი (106. საულ ნიგესი) 

ინტერი (3-5-2): ზომერი - პავარი, დე ვრეი, ბასტონი (72. აჩერბი) - დუმფრისი (72. დარმიანი), ბარელა (84. ფრატეზი), ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (111. კლაასენი), დიმარკო (84. ბისეკი) - ლაუტარო მარტინესი, ტურამი (102. ალექსის სანჩესი). 

სრულად წაკითხვა