დუბლი და პასი პირველივე ტაიმში - ზივზივაძის სუპერმატჩი გერმანიაში!

2 months ago 40
  • ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში კარგ ფორმაში მოდის
  • ქართველმა ფორვარდმა მაგდებურგთან ბრწყინვალედ ითამაშა

გერმანიის II ბუნდესლიგის 26-ე ტურში კარლსრუემ მაგდებურგს უმასპინძლა და ეს მატჩი ბუდუ ზივზივაძის ბენეფისი იყო.

ქართველმა ფორვარდმა პირველივე ტაიმში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. ბუდუმ მე-13 წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. 12 წუთში უკვე საჯარიმოსთან ბურთი წაართვა მოწინააღმდეგეს და ზუსტადაც დაარტყა.

ტაიმის მიწურულს ბუდუმ გოლებს შედეგიანი გადაცემაც დაუმატა, როცა პოლ ნებელს დაეხმარა გოლის გატანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს და მაგდებურგი 7:0 გაანადგურეს. ბუდუ 65-ე წუთზე შეცვალეს.

ბუდუს სეზონში უკვე 10 გოლი დაუგროვდა, მხოლოდ II ბუნდესლიგის ეგიდით

30 წლის ქართველ თავდამსხმელს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 10 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ იყო, მიუხედავად ამისა, იგორ მატანოვიჩთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

კარლსრუე 38 ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 მარტს, გელზენკირხენის შალკეს სტუმრად შეხვდება. იქამდე, ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და გუნდს ძალიან კარგ ფორმაში შეუერთდება.

სრულად წაკითხვა