დღეს, ღამის პირველი საათიდან დენი გაითიშება – შეამოწმეთ, რომელ ქუჩებს შეეხება შეზღუდვა

5 hours ago 3

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონში

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სერგი ჭილაიას, მრევლიშვილის, ვახტანგ ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.   

საბუთალოს რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, ორთაჭალის, ქართველიშვილის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  კიკეთის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ნეკრისის, დაისის, ლეჩხუმის, მახარობლის, ოშკის, ქედის, ზნაკვის, კახეთის, ნაკადულის, ღების, ანაგის, ვანის, ალავერდის, გრემის, ერთობის, მუხის, რიონის, განთიადის, ვარდისუბნის, ალეკო გობრონიძის, შემოდგომის, ბუგეულის და სნოს  ქუჩების მოსახლეობას. 

სრულად წაკითხვა