15 მაისს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრით წარდგა საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია და შეასრულა საკონკურსო სიმღერა Freedom.
მეორე ნახევარფინალურ კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. მომღერალთა გამოსვლის შემდეგ ჟიურიმ შემოსული ხმები დაითვალა და მეორე ფინალში გადამსვლელები გამოაცხადა. სამწუხაროდ, მათ შორის არ აღმოჩნდა საქართგელოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია.
მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.
პირველი ნახევარფინალიდან კი დიდ ფინალში მონაწილეობის მისაღებად მაყურებელმა აირჩია: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.
სულ კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიურის მონაწილეობა არ მიუღია.
ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 17 მაისს 26 ქვეყანა იმღერებს. 20 ქვეყანა – პირველი და მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულები, „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები (ეპანეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
შეგახენებთ, როკ ბუკმეკერები
ნახეთ მარიამ შენგელიას გამოსვლა ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალში.