საქართველო Eurovision 2025-ს გამოეთიშა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი გაიმართა.
გუშინდელ ღამეს სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე ეხმაურება და წერს, რომ ევროვიზიაზე ბოლო 20 წელია ერთი და იმავე ფრაზები ესმის.
“ევროვიზიაზე ბოლო 20 წელია რაც მესმის:
1. აუ ეს სიმღერა ვინ შეურჩია.
2. აუ ეს პოლიტიკური კონკურსია.
3. აუ ამ სიმღერით ვერ მოვიგებდით.
4. აუ როდის უნდა მივხვდეთ რომ არ გავიდეთ ამ კონკურსზე საერთოდ.
ეს არის ფრაზები, რომელიც ყოველ წელს მესმის, ოღონდ მართლა უცვლელი მესიჯებია.
ფროიდის უიღბლო დედა ავატირე საქართველოში რომ არ დაიბადა. ავსტრიელებს აკვირდებოდა მაგ საცოდავი. რა აქვს ავსტრიელებს დასაკვირვებელი?”- წერს დათო ლიკლიკაძე.