ევროზე დებიუტანტის რანგში – საქართველომ ტრადიცია გააგრძელა

1 month ago 42
  • საქართველო 35-ე გუნდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
  • ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ტურნირს დებიუტანტის გარეშე ჩაეაროს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გააგრძელა ტრადიცია, რომლის თანახმადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მინიმუმ ერთი დებიუტანტი მაინც თამაშობდა. წლეულს ევროპირველობა ისტორიაში მეჩვიდმეტედ ჩატარდება, საქართველო კი 35-ე გუნდია, რომელიც ტურნირზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველი ჩემპიონატი 1960 წელს საფრანგეთში შედგა და მაშინ ფინალურ რაუნდში მონაწილეობა მხოლოდ ოთხმა ნაკრებმა მიიღო, ამდენად, საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და საფრანგეთი ავტომატურად დებიუტანტებიც იყვნენ. ადგილებიც სწორედ შესაბამისად განადაწილდა.

მას მერე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროპირველობას დებიუტანტის გარეშე ჩაევლოს და წლეულს ეს ტრადიცია საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტები სერიაში 4:2 დაამარცხა.

მეტი ამ თემაზე

დებიუტანტების მხრივ ყველაზე ბარაქიანი 1996 და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატები იყო, რომლებზეც ოთხ-ოთხმა ახალმა ნაკრებმა ითამაშა. 1996 წელს ინგლისში ევროპირველობა შვეიცარიამ, თურქეთმა, ხორვატიამა და ბულგარეთმა "დააგემოვნეს", 20 წლის თავზე კი, დებიუტანტები ალბანეთი, უელსი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია იყვნენ.

2020 წელს ევროპაზე ახალი ნაკრებების რანგში ფინეთი და ჩრდილოეთ მაკედონია იყვნენ და ეს უკანასკნელი ფინალურ ეტაპზე როგორ გავიდა, ქართველ ქომაგს ძალიან მწარედ უნდა ახსოვდეს. ახლა კი, საქართველოს ჯერი დადგა, რომელსაც ზაფხულში დაგეგმილ ტურნირზე ერთადერთი დებიუტანტის რანგში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს, საქართველო კი F ჯგუფში მოხვდა, სადაც სამ მატჩს ჩაატარებს. 18 ივნისს, დორტმუნდში "ვესტფალენშტადიონზე" მეტოქე თურქეთი იქნება, 22 ივნისს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზე" სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, "არენა აუფ შალკეზე", ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიას.

ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტები

ევრო 1960 – საბჭოთა კავშირი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია
ევრო 1964 - ესპანეთი, დანია, უნგრეთი
ევრო 1968 – იტალია, ინგლისი
ევრო 1972 – ბელგია, დიდი ბრიტანეთი
ევრო 1976 – ნიდერლანდები
ევრო 1980 – საბერძნეთი
ევრო 1984 – პორტუგალია, რუმინეთი
ევრო 1988 – ირლანდია
ევრო 1992 – შოტლანდია, შვედეთი
ევრო 1996 – შვეიცარია, თურქეთი, ხორვატია, ბულგარეთი
ევრო 2000 – ნორვეგია, სლოვენია
ევრო 2004 – ლატვია
ევრო 2008 – ავსტრია, პოლონეთი
ევრო 2012 – უკრაინა
ევრო 2016 – ალბანეთი, უელსი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
ევრო 2020 – ფინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია
ევრო 2024 – საქართველო

სრულად წაკითხვა