WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

11.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

12 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

საქართველო მიმდინარე საქმეების ფარგლებში განიხილება და დღის წესრიგის პირველი საკითხია.

მინისტრები ასევე იმსჯელებენ გაფართოებული კავშირის გავლენაზე უსაფრთხოებაზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ჰიბრიდული საფრთხეების ზრდაზე, სიტუაციაზე ახლო აღმოსავლეთში.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პრესკონფერენცია გაიმართება.