ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ-მ ასტონ ვილა ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლი იმ დროს გაიტანა, როცა ანგარიში 1:1 იყო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
Leonardo Bertozzi, ESPN: “ხვიჩა კვარაცხელია ერთსეზონიანი ფეხბურთელია… ჰაჰა, ამას კიდევ იტყვის ვინმე? ეს ბიჭი გენიოსია.
France 24: “კვარაცხელიას გენიოსობა ეხმარება პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ასტონ ვილასთან უპირატესობის მოპოვებაში.”
Romain Collet Gaudin, Eurosport France: “კვარაცხელია პსჟ-სთვის შესანიშნავი შენაძენია! ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს თავისი გუნდისთვის.”
Paul Merson, Sky Sports: “არარეალური გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ დისასი მოედნიდან გააქრო და მარცხენა ფეხით, ზედა კუთხეში, მარტინესს შანსს არ დაუტოვა. ასეთ გოლს მხოლოდ მისი დონის ფეხბურთელები იტანენ.”
Football on TNT Sports: “კვარაცხელიას შეჩერება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ეს ბიჭი ფენომენალურია.”