„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული ქარდი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთადაა გამოსახული, მისთვის გაუგებარია.
ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს არავის გვერდით მოიაზრებს და „იმედზე“ გამოქვენებული ქარდი არც „ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ განწყობებს გამოხატავს.
„არსებობს ასეთი ქარდებით ბრძოლა – გამოაქვეყნებენ, მერე რაღაცა განცხადებას გააკეთებენ ისეთს, რომელიც არ შეესაბამება არც პოლიტიკურ პროპაგანდას და არც პიარს, იმას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მისდევს…
ბიძინა ივანიშვილს არასოდეს გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. ძალიან წყნარად, ყოველგვარი დაყვედრების გარეშე, უამრავი პრობლემა განუხორციელებია ქვეყნისთვის პოლიტიკის შიგნით თუ პოლიტიკის გარეთ. არასოდეს თავისი თავი არ დაუყენებია ამ სამეულში. არც არის ეს ასე მოსააზრებელი. ყველას თავისი როლი და თავისი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის.
ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. არასდროს არავის გვერდზე საკუთარი თავი არ მოუაზრებია მას პირადად და ჩვენც არასდროს გვითქვამს, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იყოს განხილული სხვადასხვა ისტორიული ფიგურა, მითუმეტეს „ქართული ოცნების“ პარტიის დამფუძნებელი. საიდან მოიტანეს ეს ქარდი ან ვინ ალაიქებს ან ვინ აჰაჰავებს, თუ როგორც არის, ან ვინ არის გაბრაზებული, არ ვიცი. ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც თქვენ ხართ. ტროლებით არ არის „ქართული ოცნება“ დაკავებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
26 მაისს „იმედმა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიამატა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ქარდს და ისე მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი იქნა გამოყენებული „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.

3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·