'ეს შეუძლია ფეხბურთს!' - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე

1 month ago 27

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ისტორიული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის წარმატებაზე ჟურნალისტებთან შოთა არველაძემ ისაუბრა. 

"ხვალ ყველაზე მაგარი დილა გათენდება - განსხვავებულ საქართველოში, ბევრად უფრო კარგში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვნატრულობდით. დღეს საოცარი დღე იყო. მთელ საქართველოს მინდა მივულოცო. შეიძლება ვინმემ გადამეტებულად ჩათვალოს ჩემი სიტყვები, მაგრამ ხვალინდელი დილა ყველაზე განსხვავებული და ყველაზე საუკეთესო იქნება. ეს შეუძლია ფეხბურთს, ეს შეუძლიათ ამ ბიჭებს და ეს შეუძლია ამ გამარჯვებას", - აღნიშნა შოთამ.

ბოლოს კი, მან მცირე კომენტარი კონტინენტის პირველობაზეც გააკეთა: "ევროპის ჩემპიონატი არაჩვეულებრივ ქვეყანაში ტარდება, ისეთ ჯგუფში ვართ, საიდანაც გასვლა შეგვიძლია. ახლა ეს ფთები უნდა გავიმაგროთ, რომ უფრო შორს გავფრინდეთ."

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სრულად წაკითხვა