WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, რასაც წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტი აქციები ე.წ. საცხოვრებლის კრიზისის გამო.

ესპანეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 5 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ვადადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება.

ესპანეთის პარლამენტის მომდევნო არჩევნები 2027 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო.

პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მის მთავრობას წარმატებებთან ერთად ჰქონდა შეცდომებიც და ყველ მიზანს ვერ მიაღწიეს, საჭირო რეფორმებისთვის კი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდაა საჭირო. ამიტომ, ესპანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.

  • ესპანეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს სათავე დაუდო ნაქირავები ბინიდან 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლებამ. პენსიონერი ქალი წლების განმავლობაში თვეში 500 ევროს იხდიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბინა კერძო კომპანიამ შეიძინა და ქირის თანხა გაზარდა, გადახდა ვეღარ შეძლო.
  • კომპანიამ რამდენჯერმე სცადა მარიკარმენ აბასკალის გამოსახლება, რაც სასამართლომ დაბლოკა. საბოლოოდ მარიკარმენ აბასკალი ბინიდან ძალით, საკაცით გამოიყვანეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა.

ამ ფაქტს მთელ ესპანეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტებმა მადრიდის ცენტრალურ მოედანზე კარვებიც გაშალეს.

პრემიერ-მინისტრ სანჩესის მთავრობამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების შესამცირებლად პარლამენტს წარუდგინა დეკრეტი-კანონები, რომელთა თანახმად, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოსახლება 2030 წლამდე უნდა აკრძალულიყო და უნდა შეზღუდულუყო საქმიანობა კერძო ფონდების, რომლებიც ბინებს ყიდულობენ და შემდეგ თავად აქირავებენ.

გასული კვირის ბოლოს ესპანეთის პარლამენტმა, სადაც სანჩესის მთავრობას უმრავლესობა არ აქვს, ამ კანონების მიღება ვერ შეძლო. მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა, პირველ ყოვლისა, საცხოვრებლის მფლობელი მოქალაქეების უფლებების ხელყოფაა.