ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცების გამო 2 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს

1 week ago 10

პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა - მათგან ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტომობილის გადატაცების ფაქტის მოტივებზე არ საუბრობენ და არც იმას აკონკრეტებენ, დაკავებული პირები თბილისში მუდმივად ცხოვრობდნენ თუ არა.

მიკროავტობუსის გატაცების ფაქტი გუშინ, 21 მაისს მოხდა. გატაცებული ავტომობილი არ იყო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ნაწილი - ის კერძო მფლობელს ეკუთვნის. გამოძიების ვერსიით, ავტომობილის გატაცების შემდეგ გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სრულად წაკითხვა