ვაშინგტონში მოკლეს ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი

1 week ago 8

ვაშინგტონის ცენტრში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მოკლეს ისრაელის საელჩოს თანამშრომელი ქალი და მამაკაცი. თავდასხმა ადგილობრივი დროით 21 მაისის საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ისრაელის საელჩოს თანამშრომლები ებრაულ მუზეუმში გამართული ღონისძიებიდან ბრუნდებოდნენ. საელჩოს ინფორმაციით, მათ თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ესროლა.

პოლიციის ცნობით, დაკავებული ეჭვმიტანილი 30 წლის ჩიკაგოელი ელიას როდრიგესია, რომელიც ყვიროდა: „გაათავისუფლეთ პალესტინა“.

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა