„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვისმიხარია. ბედნიერი ვარ, უველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“, - განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
კითხვაზე, რა უთხრა მან დონალდ ტრამპს და პირიქით, დვალიშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“.
„მერაბ, მერაბ“, „მერაბს გაუმარჯოს“, - სკანდირებდნენ გულშემატკივრები.
დვალიშვილი ჩამოვიდა ამერიკელ ინფლუენსერ, მოდელი და UFC-ის ჟურნალისტ ნინა დრამასთან (ნინა მარი დანიელთან) ერთად. დვალიშვილის თქმით, მსოფლიოს საქართველოს სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ უნდა გააცნონ.