ვილი სანიოლი: პენალტებს დიდი კვერცხები სჭირდება! წასვლაზე არც მიფიქრია

1 month ago 34
  • საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი
  • ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ფინალის შემდეგ

მოგებული ფინალის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ემოციური გამოვიდა. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ქოჩორაშვილის საქციელი გამოარჩია და სხვა ფეხბურთელებზეც ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...ფიქრობდა თუ არა წასვლაზე: "ადრე შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა."

...ფეხბურთელობის და მწვრთნელობის განსხვავებაზე: "ყველაზე რთული და დიდი განსხვავება ფეხბურთელობისას ისაა, რომ შენ მოქმედებ და მოედანზე, მწვრთნელს კი უფრო მეტი რაღაც სჭირდება, რადგან ხან გამოგდის, რასაც დაგეგმავ, ხან - არა. აღვნიშნავდი, რომ როგორც ფეხბურთელს, შეგიძლია, შედეგი მყისიერად შეაფასო, ხოლო მწვრთნელის რანგში ახარისხებ ყველაფერს და აკეთებ ანალიზს. დღეს ამ 3 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგი მოვიმკეთ."

...პენალტისტების შერჩევის პროცესზე: "პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად."

...ქოჩორაშვილზე: "ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა."

...გუნდზე: "ზოგადად, არ მინდა ფეხბურთელები გამოვყო, ყველა კარგია, თუნდაც დვალი, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა, მისი შესრულებული პენალტიც მისი თამაშის ამსახველი იყო. ასევე, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ, არავინ მინდა გამომრჩეს, პენალტის დარტყმას დიდი „კვერცხები“ სჭირდება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!"

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველო 0:0 (პენ. 4:2) საბერძნეთი

პენალტების სერია
საქართველო: ქოჩორაშვილი ✅ დავითაშვილი ✅ მიქაუტაძე ❌ დვალი ✅ კვეკვესკირი ✅
საბერძნეთი: ბაკასეტასი ❌ მასურასი ✅ ბუხალაკისი ✅ იაკუმაკისი ❌

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი (104. დავითაშვილი), ქოჩორაშვილი, შენგელია (86. წიტაიშვილი) - ჩაკვეტაძე (104. კვეკვესკირი) - ზივზივაძე (75. მიქაუტაძე), კვარაცხელია (109. ქვილითაია)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი (98. ბუხალაკისი), ჰაციდიაკოსი (106. პეცოსი), ციმიკასი - ბაკასეტასი (კაპ), კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი - მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი).

სრულად წაკითხვა