მომღერალი ირმა არავიაშვილი „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ყვება, მძიმე ბავშვობაზე და იმ სიძნელეებზე, რამაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ ადამიანად აქცია. ახლა ის მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს და ნანობს, რომ მის წარმატებას ვერ მოესწრო მამამისი, რომელიც მისი დაბადებისას 70 წლის იყო.
-ბევრს უკითხავს, მამაშენის ასაკის გამო გაბულინგებდნენო. იმდენად ბევრი რამის გამო მაბულინგებდნენ, მაგაზე არც მიფიქრია და არც მახსოვს. გაჭირვების გამო დაგვცინოდნენ, კარგად რომ არ გვეცვა… არავის უფიქრია, რომ დაგვხმარებოდა… დაწესებულება გახსნეს, სადაც ბავშვებს აჭმევდნენ. ვიცოდი, რომ სახლში საჭმელი არ მექნებოდა და იქ ვჭამდი… სკოლა, როგორც ჯოჯოხეთი, ისე მახსოვს. დღესაც, სიზმარში რომ ვნახულობ კოშმარს, ყოველთვის ჩემს სკოლაში ხდება მოქმედება, – ყვება მომღერალი ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
sarkenews ახალი ამბები