მოქალაქე ჯგუდში ,,მოგზაურთა კლუბი” წერს, რომ წეროვანთან ავტობუსი მოცურდა, რომელშიც დედასთან ერთად იმყოფებოდა.
,,ამბავი არის შემდეგნაირი:
მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.
რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით… ვერ გამოვდივარ ისტერიკიდან!
წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანერვი, საშიში, შევხტით
გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.
აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.
კარი არ იღება.
ვკივით, არ იღება.
ასე სადღაც 2 წუთი.
ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი.
დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.
საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.
მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.
ბორდიულები არის შეტეხილი.
ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.
მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.
მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.
აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.
ჩვენ დავიბადეთ მეორედ.
ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.
რატომ მინდა ევროპა, მერე ვიდავოთ, ყველგან ხდება შეიძლება ყველაფერი, მაგრამ გააჩნია.
აქ ვკითხულობ ხალხს როგორ არიან ემოციურად”, – ნათქვამია პოსტში.