WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის შეტევას უკრაინის ქალაქებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე.

ქალაქ ხერსონზე დრონებით შეტევა 19 აგვისტოს დილით იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო მიკროავტობუსს. დაიღუპა 4 და დაიჭრა 5 ადამიანი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევისას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქალაქ ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები, რომლებიც 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია.

დაზიანებულია ენერგოობიექტებიც. ადგილობრივი ენერგოკომპანიის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეს მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

  • უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
  • რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.