"რუსეთის ტაქტიკა უცვლელია: მიაყენოს უკრაინელებსა და უკრაინას მაქსიმალური ტკივილი და ზიანი" - განაცხადა 6 ივლისის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა რუსეთის მხრიდან გასულ რამეს განხორციელებულ მასირებულ თავდასხმაზე ილაპარაკა. მისი მონაცემებით, "შაჰედების" გადატაცებისა და ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა მაღალია:
„შაჰედების“ გადატაცების მაჩვენებელი მაღალი იყო - 92%.
გასულ ღამეს ჩამოგდებულ იქნა „კალიბრის“ ტიპის ექვსივე რაკეტა, 33-დან 31 ფრთოსანი რაკეტა - გადატაცებული, რაც ნიშნავს, რომ როცა აუცილებელი საშუალებები გვაქვს, ჩვენი მებრძოლები გადატაცების მაღალ დონეს აჩვენებენ. ეს არის ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებული პრობლემის ახსნა - გადამტაცების არასაკმარისი რაოდენობა. ეს განსაკუთრებით ეხება „პეტრიოტების“. ჩვენს ყველა პარტნიორს დავუმტკიცეთ, როგორც საჭიროება, და რაც მთავარია, უფრო მეტი დაცულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა".
ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინას თავადაც შეუძლია თავდაცვითი იარაღის წარმოება და აშშ-სგან კვლავ "პეტრიოტების" წარმოების ლიცენზიას ელოდება:
"უბრალოდ, უაზრობაა, რომ დღევანდელ სამყაროში, წარმოება ჯერაც არ გაიზარდა იმ დონემდე, რომელიც სინამდვილეში საჭიროა ადამიანების ბალისტიკური ტერორისგან დასაცავად. დიდი ხანია დავამტკიცეთ, რომ თავადაც შეგვიძლია თავდაცვითი იარაღის წარმოება. თუ აშშ უკრაინას მისცემს „პეტრიოტების“ წარმოების ლიცენზიას, ჩვენი წარმოება იქნება საკმარისი როგორც უკრაინის დასაცავად, აგრეთვე საჭიროების მქონე პარტნიორების დასახმარებლად".
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას მსოფლიოში ყველასთან აქვს კომუნიკაცია, ვისაც საჰაერო თავდაცვის რაკეტების ახლავე მოცემა შეუძლია:
"ესაა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის რუსეთის ბოლო არგუმენტი რით და როგორ გააგრძელოს ომი. რუსეთი განსაკუთრებულ ფსონს დებს ბალისტიკურ რაკეტებზე და მათ, ვისაც მშვიდობა უნდა, ფსონი უნდა დადოს ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაზე".
რუსეთმა, გასული ღამის თავდასხმის დროს, უკრაინაში 22 ადამიანი მოკლა:
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლანდელი სამიტი ანკარაში - ევრტოატლანტიკური უძლიერესი სახელმწიფოების სამიტი ცარიელი არ აღმოჩნდება და ჩვენი სიცოცხლის დაცვა, უსაფრთხოებაში თანამშრომლობა და თავდაცვის საშუალებები აქ ევროპაში და ამერიკასთან გაძლიერდება ერთობლივი მუშაობით და ერთობლივი გადაწყვეტილებებით. გადაწყვეტილებებია საჭირო. აგრეთვე, მადლობელი ვარ იმ ლიდერების, ვინც დღეს ჩუმად არ არის და ვინც გმობს რუსულ ტერორს".
ზელენსკიმ ილაპარაკა უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის აღმოსავლეთში, ციმბირში, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2500 კილომეტრზეა:
"რუსები კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ, რომ ეს ომი დასასრულებელია. საჭიროა მშვიდობა და პუტინმა უნდა აღიაროს, რომ მშვიდობა სიკეთეა და არა კატასტროფა, როგორც მას ჰგონია".
7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერების ნაწილი უკვე ჩავიდა ანკარაში.
6 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიტამდელი ბრიფინგი გამართა, რომელზეც უდიდესი დრო დაუთმო ალიანსის თავდაცვითი გაძლიერების საკითხსა და უკრაინისთვის დახმარების გაწევას.
უკრაინის ლიდერი კვლავაც ელოდება ვაშინგტონის პასუხს "პეტიორების" რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·