ზუგდიდში მოზარდს, რომელსაც მანქანა დაეჯახა ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება

11 hours ago 4

ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთს ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მძიმეა მეორე მოზარდის მდგომარეობაც, რომელსაც დაჯახების შემდეგ თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აღენიშნება. იგი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მესამეს, მას ხელი აქვს დაზიანებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სრულად წაკითხვა