„თავს უხერხულად გრძნობდა“ – რატომ დააბნია ტომ კრუზი დემი მურის ორსულობამ?

1 day ago 6

დემი მურმა The New Yorker-ის ფესტივალზე გაიხსენა როგორ დააბნია ტომ კრუზი მისმა ორსულობამ.

ჰოლივუდის ვარსკვლავები 1991 წელს რობ რაინერის ფილმში რამდენიმე კარგი ბიჭი (A Few Good Men) გადაიღეს. იმ დროს დემი მური ბრიუს უილისზე იყო დაქორწინებული და მეორე შვილს ელოდებოდა. როდესაც მსახიობი საცდელ გადაღებებზე გამოცხადდა, ორსულობის მერვე თვეში იყო. დემის დანახვაზე ტომ კრუზმა გაოცება ვერ დამალა.

Том Круз и Деми Мур в фильме «Несколько хороших парней»

„ვფიქრობ, რომ ტომი ძალიან დაიბნა, თუმცა არაფერი გაუპროტესტებია. გადაადგილება ხომ შემეძლო? მაგრამ ვხედავდი, რომ თავს უხერხულად გრძნობდა“ – გაიხსენა 62 წლის მსახიობმა The New Yorker-ის ფესტივალზე.

დემი მურმა გადაღებებში  მონაწილეობა ქალიშვილის – სკაუტის დაბადებიდან სამ თვეში დაიწყო. მსახიობმა აღიარა, რომ როლისთვის იმდენად სერიოზულად ემზადებოდა, რომ ამან მშობიარობა დააჩქარა.

Все отзывы о фильме «Несколько хороших парней» (США, 1992) – Афиша-Кино

„მე სამხედრო ფორმა უნდა ჩამეცვა და ალბათ, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ვარჯიში ჯერ კიდევ სკაუტის დაბადებამდე ვადავიწყე. იმ დღეს, როცა მშობიარობა დამეწყო, ორი საათი ფეხით ვიარე, 24 მილი ველოსიპედით და ბოლოს სპორტულ კლუბში ვიცეკვე. სწორედ ამიტომ დაიბადა გოგონა ორი კვირანახევრით ადრე,“ — აღნიშნა დემიმ ღიმილით.

„ოქროს გლობუსის“ მფლობელმა მსახიობმა მრავალი წლის შემდეგ აღფრთოვანებით გაიხსენა, როგორ უთავსებდა ძუძუთი კვებას და გადასაღებ მოედანზე რეპეტიციებს ერთმანეთს:

„გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა და ვთქვი – რატომაც არა? რატომ არ შეიძლება ორივე მიმართულებით ვიმუშაო? ამასთან დიდ ზეწოლას ვგრძნობდი – თითქოს უნდა დამემტკიცებინა, რომ ეს შესაძლებელია,“ – გადმოსცემს ჟურნალი People დემის სიტყვებს.

ტომ კრუზმა ფილმში ადვოკატ დენიელ კეფის როლი შეასრულა, ხოლო დემიმ – გამომძიებელ ჯოან გელოუეის. ისინი გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებს იცავდნენ, რომლებსაც ბრალი მკვლელობაში ედებოდათ. ფილმმა, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენდა, კინოგაქირავებაში 243 მილიონი დოლარი მოაგროვა.

Деми Мур начала сниматься с Томом Крузом через три месяца после родов

დემი მურს ყოფილი ქმრის, ბრიუს უილისისგან სამი ქალიშვილი ჰყავს – 37 წლის რუმერი, 34 წლის სკაუტი და 31 წლის ტალულა. ფილმის გადაღებს დროს ტომ კრუზს შვილები არ ჰყავდა. უფრო მეტიც, მას საერთოდ არ სურდა საკუთარი შვილები. 1992 წელს ტომმა და მისმა მეუღლემ, ნიკოლ კიდმანმა, გოგონა სახელად იზაბელი იშვილეს, მოგვიანებით კი ბიჭი – კონორი.
2006 წლის აპრილში მსახიობს და მის მესამე მეუღლეს, კეიტი ჰოლმსს, ქალიშვილი -სური შეეძინათ, რომელიც ახლა 19 წლისაა და მამასთან ურთიერთობა არ აქვს.

Как сейчас выглядят взрослые дочери Брюса Уиллиса от Деми Мур - Чемпионат

 вот в чем причина

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! დემი მური წლის ქალად დასახელდა

სრულად წაკითხვა