თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 months ago 49
  • საქართველოს დედაქალაქი ტურნირს 22-24 მარტს უმასპინძლებს
  • წინასწარ განაცხადში 43 ქართველი ძიუდოისტი ფიგურირებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარსდგება თბილისის გრანდ სლემზე, რომელიც 22-24 მარტს არის დაგეგმილი. მწვრთნელების მიერ შერჩეულ წინასწარ განაცხადში ერთბაშად 43 ქართველი ძიუდოისტი (28 კაცი, 15 ქალი) მოხვდა.

საქართველოს კაცთა ნაკრებს მასპინძლის ქვოტა სრულად აქვს ათვისებული, ამდენად, შვიდივე წონით კატეგორიაში 4-4 წარმომადგენელი გვეყოლება.

60 კგ.

გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი, ლუკა მოდებაძე.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, გიგი ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი.

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე, საბა ხალიშვილი.

81 კგ.

დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე.

90 კგ.

ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე.

100 კგ.

მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, სოსო ებილაშვილი.

+100 კგ.

გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე.

როგორც ხედავთ, თბილისურ ტატამიზე საქართველოს ნაკრების არაერთი ლიდერი გავა, თუმცა, დანაკლისიც დიდია. სხვადასხვა მიზეზთა გამო გრანდ სლემზე ვერ ვიხილავთ ლუხუმ ჩხვიმიანს, თემურ ნოზაძეს (ორივე 60 კგ.), ტატო გრიგალაშვილს (81 კგ.), ლუკა მაისურაძეს, ბექა ღვინიაშვილს (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძეს, ვარლამ ლიპარტელიანსა (ორივე – 100 კგ.) და გელა ზაალიშვილს (+100 კგ.).

ლაშა შავდათუაშვილი შარშანდელ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

სხვა ტურნირებთან შედარებით, მრავალრიცხოვანია საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაც:

48 კგ.

მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია, თამარ გიგოლაევი.

52 კგ.

ელენე წიკლაური, თამარ სუხიაშვილი.

57 კგ.

ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი.

63 კგ.

ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი.

70 კგ.

მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ლიზი კვარაცხელია.

78 კგ.

ეკა ზამთარაშვილი.

+78 კგ.

სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შარშანდელ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები – სარდალაშვილი და მაისურაძე, ხოლო ბრინჯაოს მედალს შავდათუაშვილი დაეუფლა. 

სრულად წაკითხვა