„თბილღვინო“ სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„თბილღვინოს“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო.
ის არამხოლოდ გამორჩეული ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, არამედ ქართული ღვინის კულტურის ნამდვილი გზამკვლევი და მემატიანე იყო.
მალხაზ ხარბედიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია. მისი შეტანილი წვლილი ქართულ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაში სამუდამოდ დარჩება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.